როგორ მოხვდა ახალი წლის ღამეს პაატა გულიაშვილი ათი უცნობი გოგონას გარემოცვაში

როგორ მოხვდა ახალი წლის ღამეს პაატა გულიაშვილი ათი უცნობი გოგონას გარემოცვაში

ახალი წლისთვის ხელოვანები განსაკუთრებულად ემზადებიან. ისინი ხომ არასოდეს ხვდებიან სახლში დღესასწაულს, მომღერლები კონცერტებზე გამოდიან, მსახიობები კი წამყვანების ამპლუას ირგებენ. პაატა გულიაშვილი ხუთი წელი სცენაზე ხვდებოდა ახალ წელს, მეექვსე წელს დაიღალა და შინ დარჩენა ამჯობინა. ამჯერად არ იცის, სად იქნება, შეიძლება, სახლშიც. დაგვპირდა, რომ ამაზე მომავალ წელს ისაუბრებს. მანამდე კი ვთხოვეთ, ზამთარი, ბავშვობა, თოვლი და განსაკუთრებული ახალი წელი გაეხსენებინა.

-  როგორც ყველა ბავშვს, მეც ძალიან მიყვარდა თოვლი. თან თელავში გემრიელი თოვა იცის, მანქანები არ მოძრაობდა, ქუჩები იკეტებოდა. ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ინსტიტუტის უბნიდან ციგებით რომ დავეშვებოდით, კახეთის გზატკეცილამდე ჩავდიოდით. ჩემი კლასელი ლექსო მოდებაძე მოჭიდავე გახლდათ, მაღალი, ძლიერი, დატეხილი ყურებით. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიძლიერით და დიდი ზომის ფეხი ჰქონდა. ერთხელ ბიჭებმა დიდი ციგა გააკეთეს და ზედ მე, ლექსო და ჩვენი ერთი მეგობარი დავსხედით. ლექსო სიმაღლის გამო პირველი დავსვით და ფეხები წინ ჰქონდა გაშვერილი. უნივერსიტეტის ქუჩიდან დავეშვით და უცებ ჩვენ წინ მიმავალ ციგას დავეჯახეთ. უკან მჯდარ გოგონას ლექსოს ფეხი მოხვდა და გონება დაკარგა. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ლექსოს თავისი ჭიდაობიდან და ტურნირებიდან გამომდინარე, პირველი, რაც თავში აზრად მოუვიდა, ხელოვნური სუნთქვა იყო. ეცა გოგონას და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. ახლა კი სასაცილოა, მაგრამ მაშინ დიდი ამბავი ატყდა. უცებ მეორე ქუჩიდან გოგონას მამა მორბის ყვირილით, რომ დაინახა, შვილს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ, იყვირა, მაგას არ ჩააბერინოთ, შარდის ბუშტს გაუხეთქავსო (იცინის). თუმცა უშველა, მოასულიერა. გაცოცხლდა და კოცნას ვინ ჩიოდა.

-  ზამთარში გოგონებს ალბათ გუნდებს ესროდით?

-  დიახ, ზამთარი ხომ თოვლთან, გუნდაობასთან და კახურად, თოვლის პაპასთან ასოცირდება. კარგი ფრაზაა ფილმში "სიყვარული ყველას უნდა", როდესაც ბურნუთა მაყვალას აგვისტოში ეკითხება, - თოვლი გიყვარს? - კი. - მოვა (იღიმება). ფი­ლმი "ათოვდა ზამთრის ბაღებს" თელავშია გადაღებული და კარგად ჩანს, როგორი ზამთარია თელავში. მახსოვს, ერთი პერიოდი იმხელა თოვლი მოვიდა, თოვლის გვირაბები იყო გაყვანილი და ხალხი ისე დადიოდა.

-  თოვლის ბაბუის რა ასაკამდე გჯეროდა?

-  ძალიან პატარა რომ ვიყავი, ძირითადად კანფეტები მოჰქონდა. საერთოდ, მგონია, რომ რაიონში ადრეულ ასაკში ხვდებიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომ ეს ყველაფერი ხუმრობაა. იქ უფრო პატარა ასაკში იწყებენ შრომას და შრომა თავისთავად სიმართლესთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის, თოვლის ბაბუადაც მიმუშავია. მაშინ სტუდენტი ვიყავი, 1996-1997 წელი იდგა და თეატრალურში რაღაც პროექტი იყო, ვინც სადიპლომო სპექტაკლში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, ან ვერ მოხვდებოდა განაწილებაში, სანტებად უნდა ემუშავა, ოღონდ ანაზღაურებით. სანტები ვი­­ყავით მე, ვახო ჩაჩანიძე, ზაზა ასლანიშვილი და გიორგი აბაშიძე. ტაქსები გვემსახურებოდა, ფორმა გვეცვა, წვერი გვეკეთა. მისამართები მოგვცეს, სადაც უნდა მივსულიყავით, მაშინ სანტები ფუფუნება იყო და ბავშვების სურვილების მიხედვით, მშობლები წინასწარ უკვეთდნენ საჩუქრებს, რაც უნდა დაგვერიგებინა.

ბიჭებს ცოტა გვეუხერხულებოდა სანტობა, მაგრამ ეს იყო ჩვენი შრომით გამომუშავებული საფასური. პირველი მერცხლები ვიყავით შუა ზამთარში. ზაზა ნამეტანი შეხედულებით არ გამოირჩევა და ერთ-ერთ გამოძახებაზე სვანების ოჯახში მოხვდა. ონავარი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ჰყავდათ, ისეთი, თოვლის ბაბუის არსებობის რომ არ სჯერა და მშობლები რომ ძალით აჯერებენ. ზაზა შევიდა თუ არა, ლექსი თქვა, ეცა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! და წვერზე მოქაჩა. როდესაც დაინახა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო და წვერი მიწებებული ჰქონდა, ყვირილი მორთო, აი, ხომ გეუბნებოდით, არ არსებობსო. შემდეგ ამ ოჯახთან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა. დარეკეს, ცოტა შესახედი კაცი მაინც გამოგეგზავნათო. ბოლოს მაინც ქართული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს, ყანწებით აქეიფეს და ისე დათვრა, რომ სხვა გამოძახებებზე ვეღარ წავიდა.

-  შენ როგორ მოხვდი გამოძახებისას ათი გოგონას გარემოცვაში?

-  ერთ-ერთი გამოძახება იყო და სახლში რომ შევედი, ტრადიციული პატარა ლექსი წავიკითხე და დავიწყე ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძებნა, რომ დავლაპარაკებოდი. თავიდან დერეფანში ვიდექი და მისაღებიდან ხითხითი მესმოდა. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა და ბოლოს, ოთახში რომ შევედი, ათი გოგონა შემრჩა. უკვე შეზარხოშებულები იყვნენ და ღადაობდნენ. მაშინ 18 წლის ვიყავი, ვერც ვიპრანჭებოდი, წარმოიდგინეთ, სანტას ფორმა მეცვა. ერთი ცოტა აქტიური აღმოჩნდა და დამიწყო, ვინ ხარ, წვერი მოიხსენი და ისე გვებაზრეო. მე კიდევ მანამდე შოკოლადის ფილაზე მქონდა ლექსი წაკითხული (იცინის). ვფიქრობდი, ღმერთო, დროზე გავიდეს დანიშნული დრო-მეთქი. შემდეგ შეტევაზე გადმოვიდნენ და ღადაობა დაიწყეს. ძალიან მრცხვენოდა, ვფიქრობდი, მიწა გასკდეს და ესენი აქ არ იყვნენ-მეთქი. ბოლოს მითხრეს, გათხოვილები ვართ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ასე შევხვდეთ ახალ წელს, სუფრასთან კაცი არ გვყავს და არსად არ გიშვებთო. ამ დროს სტრესს სასმელი თუ მოგიხსნის ადამიანს და დიდი ჭიქა მოვითხოვე. ერთი, მეორე, თან მშიერი ვარ, ბამბის წვერი მკიდია, ვერ ვჭამ, უბედურ დღეში ვარ. ბოლოს წვერი მოვიხსენი და წავიდა გალაკტიონის ლექსები. მხიარულად გავატარე დრო, მაგრამ დანარჩენ გამოძახებებზე დაგვიანებით მივედი.

-  თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი ახალი წელი, იმდენი დაგელიოს, რა მოხდა აღარ გახსოვდა?

-  მაგდენს არასოდეს ვსვამ და რატომღაც მგონია, იტყუებიან, თითქოს არ ახსოვთ რა მოხდა, უბრალოდ, არ უნდათ, რომ ახსოვდეთ.

-  მეკვლედ ხშირად გეპატიჟებოდნენ?

-  ბავშვობაში თეთრი ჩოხა მქონდა და კონცერტებზე ვთამაშობდი ახალ წელს, მაგრამ მეკვლედ ნაკლებად. სახლში გარეთ გამიშვებდნენ ოჯახის წევრები, ტკბილეული მეკავა ხელში და უკან შემოვდიოდი. ბოლო რამდენიმე წელია ახალ წელს გარეთ ვხვდები, შინ გამთენიისას ვბრუნდები და მეკვლე გამოვდივარ. ისე, შემთხვევით სადმე თუ მოვხვედრილვარ, ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრის მეკვლე ვიყავი, რომელსაც რამდენიმე გოგონა ჰყავდა და იმ წელს ვაჟი შეეძინათ. ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მე მოვნათლე.

-  პაატა, ადრე რაიონებში ძველით ახალ წელს უფრო აღნიშნავდნენ...

-  25 დეკემბრიდან ვიწყებდით, როდესაც მეგობრებთან ერთად "ალილოზე" დავდიოდი. სახლებთან ვმღეროდით "ოცდახუთსა დეკემბერსა" და კანფეტებს ან ფულს გვაძლევდნენ. სულ გვინდოდა, რომ ფული ეჩუქებინათ. ზოგი გვეჩხუბებოდა, წადით, კაცო, მერამდენეები ხართ, ნუ შეგვჭამეთო, მაგრამ წინასწარ ვარჩევდით ოჯახებს. მახსოვს, ერთხელ ჩემს ერთ-ერთ მასწავლებელთან მივედით. თელავში, პრესტიჟულ კორპუსში ცხოვრობდა. ღილაკზე თითი დავაჭირეთ და როდესაც იკითხა, ვინ ხართო, სიმღერა დავიწყეთ, მაგრამ კარი არ გაგვიღო და არ შეგვიშვა. ძალიან დაგვწყდა გული.

მორწმუნე ბებია მყავდა და სულ მარხულობდა, ამიტომ ახალ წელს ნაკლებად აღნიშნავდა. ნათესავები 7 იანვარს ბიძასთან სახლში ვიკრიბებოდით და ერთგვარი ტრადიცია გვქონდა. წინასაახალწლოდ კახეთში ღორის დაკვლის ტრადიციაა, რომელსაც ღორის ქელეხს ეძახიან. სადღეგრძელო ისმება, ამაზე მეტი მიცვალებული არ იყოს თქვენს ოჯ­ახშიო. რამდენიმე დღის წინ მეგობარი ხუმრობდა, იმდენი ღორის ქელეხში ვიყავი, ღორებს თვალებში ვეღარ ვუყურებო. მაგასაც თავისი პეწი აქვს, თან თოვლი უხდება ამ ტრადიციას. ღორის ქელეხს ხშირად ჭაჭის გამოხდის პროცესს, "ზაოტობას" ამთხვევენ. ახლახან ვიყავით მე და გოგა ბარბაქაძე კახეთში, სოფელ საქობოში და ქელეხს და "ზაოტობას" დავესწარით. ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა კახეთში. ღორებს ზაფხულიდან ასუქებენ და ბოლო ორ თვეს "ბაგურ" კვებაზე გადაჰყავთ, რომ დაზოლილი ხორცი ჰქონდეს - ქონი, მჭლე, ქონი, მჭლე...

-  შეგიძლია ბოლო წლებში ყველაზე უცნაური ახალი წელი გაიხსენო?

-  უცნაურობა ალბათ იმაში გამოიხატება, რომ ახალი წლის ღამეს ხან მარნეულში მიმყავს კონცერტი, ხანაც - საგარეჯოში, ცივა, რეალურად არც არავინ გისმენს. შემოქმედისთვის ახალი წელი შემოსავლის წყაროა. 31 დეკემბრიდან იწყება და 14 იანვრამდე გრძელდება კონცერტები. ბოლო ხუთი წელი სულ მარტო, სცენაზე ვხვდებოდი ახალ წელს. ყველა ქეიფობს, შენ კი ერთი კონცერტიდან მეორეზე გარბიხარ. შარშან ერთ-ერთ კლუბში ღონისძიების წამყვანი უნდა ვყოფილიყავი, პირველის ნახევარზე იწყებოდა, მაგრამ არ წავედი, იმდენად დავიღალე და სახლში შევხვდი ახალ წელს. 5 იანვარს დედას დაბადების დღეა და სულ ვცდილობ, თუ მცალია, თელავში ჩავიდე, მაგრამ ამ პერიოდში საახალწლო სპექტაკლები მაქვს. წელს ამინდი თუ შემიწყობს ხელს, ჩავალ, თან თელავის თეატრში თოჯინების თეატრის სპექტაკლები გაიმართება.

-  რას ელოდები ახალი წლისგან?

-  ყველა ადამიანი ახალ წელს ახალი სურვილებით, შემართებით, იდეებით ხვდება. მეც მინდა, რომ იმ წელს რაღაც გამოსწორდეს ცხოვრებაში, ქვეყანაში. ვნახოთ, რას მოიტანს 2013 წელი. ახალი წლის კონცერტებიდან შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არ მაქვს, ვნახოთ, რა მოხდება, შეიძლება მომავალ წელს ინტერვიუზე გითხრა, რომ ახალ წელს სახლში შევხვდი.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება