Victoria’s Secret-მა სამხრეთ აფრიკელი მოდელი კენდის სვეინპული 2013 წლის საცურაო კოსტიუმების კატალოგის Swim 2013-ის ყდას დაამშვენებს. ეს პატივი 24 წლის მოდელს ზედიზედ მესამედ ერგო.
"გარეკანზე ჩემი ფოტოს დაბეჭდვა დიდი პატივი იყო ჩემთვის. სანამ მოდელი გავხდებოდი, ყოველთვის მინდოდა კატალოგის გარეკანზე მოხვედრა, რომელსაც თავის დროზე ჟიზელ ბუნდჰენი, ტაირა ბენკსი და სხვა ჩემი კერპი მოდელები ამშვენებდნენ. პატარა სამხრეთაფრიკელი გოგონასთვის ეს ოცნების ახდენის ტოლფასია", - განუცხადა მოდელმა გამოცემა People-ს.
წელს ცნობილი ბრენდის საცურაო კოსტიუმების რიგით მეცამეტე კატალოგი გამოდის. კატალოგისთვის სვეინპულის გარდა, მაიამის, ტერქსისა და კაიკოსის კუნძლებზე პოზირებდნენ მირანდა კერი, ერინ კარლი კლოსი, ერინ ჰიზერთონი და "ვიქტორია სეკრეტის" სხვა მოდელები.
მომზადებულია Ibtimes.co.uk-ის მიხედვით.