როგორები იყვნენ ანრი ჯოხაძე და თიკო სადუნიშვილი წლების წინ

როგორები იყვნენ ანრი ჯოხაძე და თიკო სადუნიშვილი წლების წინ

ახალ რუბრიკაში ამჯერად ანრი ჯოხაძისა და თიკო სადუნიშვილის სახეცვლილებას წარმოგიდგენთ. როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი ვარსკვლავები წლების წინ და როგორები არიან ახლა, განსხვავებას ფოტოებზე აღმოაჩენთ.

ანრი ქართულ შოუბიზნესში გამხდარი, მაღალი ხმით, წაბლისფერი თმით და ცოტა გრძელი ვარცხნილობით გამოჩნდა. წლებისა და პოპულარობის მატებასთან ერთად, ანრიმ წონაში მოიმატა, ვარცხნილობა დაიმოკლა, შემდეგ თმაც გადაინერგა და ბოლოს შეიღება. მართალია, ჯოხაძემ თმა ყვითლად "ევროვიზიის" კონკურსისთვის შეიღება, მაგრამ მას შემდეგ აღარ გადაუღებავს და ფერხორციანი ანრი უკვე რამდენიმე თვეა განსხვავებული იმიჯით ჩნდება საზოგადოების წინაშე. მომღერალს ცხვირის ოპერაციაც ჰქონია გაკეთებული და ამის შესახებ თავად ერთი-ორჯერ უსაუბრია პრესასთან. მან რინოპლასტიკა ერთ-ერთ ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან გაიკეთა წლების წინ.

თიკო სადუნიშვილი წამყვანის ამპლუაში პირველად "მაესტროზე" გამოჩნდა. თამამი იმიჯითა და საუბრით ყურადღება მალე მიიქცია და დღემდე არაერთ სკანდალში გაეხვა. ფოტოზე თიკო წლების წინ მეგობრებთან ერთად არის გადაღებული. მათ შორის ერთ-ერთია ქრისტინე იმედაძე. ცნობილია, რომ ისინი ბავშვობის მეგობრები გახლდნენ. ქრისტინეს ცნობა ადვილია, ახლანდელი თიკოსი კი - ნაკლებად. მართალია, ტელეწამყვანს პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებია, მაგრამ ზედმეტი კილოგრამებით და მუქი ფერის თმით რთულია, მასში "სვეცკი" თიკო სადუნიშვილი ამოიცნო.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება