ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა

ჯეიზიმ შვილისთვის 1 მლნ დოლარად გასართობი ოთახი იქირავა

ბიონსესა და ჯეიზის ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერი, ყველაზე განებივრებული ბავშვია. ჯეიზიმ შვილისთვის ერთი წლით სპეციალური ოთახი იქირავა, რომელიც "ბრაკლაის-ცენტრში" მდებარეობს. ჯეიზიმ ოთახში 1 მლნ დოლარი გადაიხადა.

სათამაშოებით სავსე გასართობი და მოსასვენებელი ოთახი ნიუ-იორკში, სპორტულ მოედან "ბრაკლაის-ცენტრში" მდებარეობს. ცნობილ მეუღლეებს ძალიან უყვართ აქ გამართულ კალათბურთის მატჩებზე დასწრება. ახლა კი მათ თან შვილის წაყვანაც შეეძლებათ. სანამ ჯეიზი და ბიონსე საყვარელი გუნდის თამაშით შეიქცევენ თავს, ბლუ აივი ფეშენებელურ ოთახში ძიძების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს დროს.

ოთახი არ არის განკუთვნილი მხოლოდ ბავშვებისთვის. ის ლუქს-კლასის სასტუმროს საუკეთესო ნომერს გავს, სადაც მოზრდილებს წვეულებების გამართვაც შეუძლიათ.

"ოთახში ბევრი სარკეა. ასევე შამპანურის ბარი და ტელევიზორი. როდესაც თავად იქ არ იმყოფება, ჯეიზი ოთახს მეგობრებს უთმობს", - აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ გოგონა, ბლუ აივი კარტერი 2012 წლის 7 იანვარს გააჩინა. მომღერალმა კერძო კლინიკაში იმშობიარა და უსაფრთხოებისთვის მთელი სართული დაიქირავა. მშობიარობა ბიონსეს 1.3 მლნ დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება