კიმ ჩენ ინმა საკუთარ დაბადების დღეზე ქვეყნის ყველა ბავშვს კანფეტები აჩუქა

კიმ ჩენ ინმა საკუთარ დაბადების დღეზე ქვეყნის ყველა ბავშვს კანფეტები აჩუქა

სამხრეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ირმა, საკუთარ დაბადების დღეზე ქვეყნის ყველა ბავშვს კანფეტების 1 კგ-იანი შეკვრა გაუგზავნა. ეს ტრადიცია მისი ბაბუის, კიმ ირ სენისგან მოდის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

სამხრეთკორეული რადიოს ინფორმაციით, კანფეტები ქვეყანაში მცხოვრებ ყველა იმ ბავშვს შეხვდა, რომლის ასაკი 10 წელს არ აღემატება.

სეულის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, ლიდერს სურს "ქვეყნის ხელგაშლილ და მზრუნველ მმართველად წარმოაჩინოს თავი".

დაბადების დღეზე ბავშვებისთვის კანფეტების დარიგების ტრადიცია 1980 წელს კიმ ირ სენმა დაამკვიდრა. დღემდე ქვეყნის მმართველის დაბადების დღე სახელმწიფო დღესასწაულად ითვლებოდა.

კიმ ჩენ ინი 8 იანვარს დაიბადა. მისი დაბადების ზუსტი წელი უცნობია. სხვადასხვა ინფორმაციით, ის შეიძლება დაბადებულიიყო 1982, 1983 და 1984 წლებში.

მომზადებულია РИА Новости-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა