შონ პენის ყოფილი მეუღლე თხოვდება

შონ პენის ყოფილი მეუღლე თხოვდება

შონ პენის ყოფილი მეუღლე, რობინ რაიტი თხოვდება. მისი რჩეული 32 წლის მსახიობი ბენ ფოსტერია. წყვილი ერთმანეთს 2011 წლიდან ხვდება. მათ ერთმანეთი ფილმ "ბასტიონის" გადაღებებზე გაიცნეს.

რობინმა უკვე დაიწყო ცერემონიისთვის მზადება. ბოიფრენდმა მსახიობს ხელი რამდენიმე კვირის წინ სთხოვა. ქორწილი 2013 წლის გაზაფხულის ბოლოს გაიმართება.

რობინი და შონ პენი 14 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. მათი განქორწინება ნამდვილი სენსაცია იყო. შონ პენს ფეთქებადი ხასიათი აქვს. მან არაერთხელ აღიარა, რომ ძალიან ნანობს თავის შეცდომებს.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება