ვუდი ალენმა ალ პაჩინო დაიწუნა

ვუდი ალენმა ალ პაჩინო დაიწუნა

რეჟისორი ვუდი ალენი მსახიობ ალ პაჩინოს სამსახიობო მონაცემებით აღფრთოვანებული არ არის. შეკითხვაზე, რომელია ყველაზე კარგი მსახიობი - შონ პენი, ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, თუ ჯეკ ნიკოლსონი, რეჟისორმა პირდაპირ განაცხადა, რომ ალ პაჩინო არ მოსწონს.

ალენმა რეჟისორ ბრაიან დე პალმას 1983 წელს გადაღებული კულტად ქცეული ნამუშევარი "ნაიარევი სახე" გაიხსენა და ალ პაჩინოს მიერ განსახიერებული გმირი, ტონი მონტანა შეაფასა - "რა მოგწონთ "ნაიარევ სახეში"? რა ხდება ამ ფილმში ასეთი კარგი?", - ამბობს ალენი.

აღმოჩნდა, რომ რეჟისორის რჩეული მსახიობი ჯეკ ნიკოლსონია.

"შონ პენი კარგი მსახიობია და ცუდად არასდროს უთამაშია, მაგრამ მათ შორის ყველაზე საუკეთესო ჯეკ ნიკოლსონია. ფილმი "ნათება" ჩინებული ნამუშევარია. ჯეკი არაჩვეულებრივი ადამიანი და ღირსეული მსახიობია - მის ნიჭთან ახლოს ვერავინ მივა", - განაცხადა რეჟისორმა.

მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება