შერი ჰომოსექსუალების სერიალში მონაწილეობს

შერი ჰომოსექსუალების სერიალში მონაწილეობს

მომღერალმა და მსახიობმა შერიმ ”ლგბტ” აუდიტორიისთვის განკუთვნილ ამერიკულ საკაბელო ტელეარხ Logo-სთან ხელშეკრულება გააფორმა.

66 წლის ოსკაროსან მსახიობს ახალი სერიალის საპილოტო ვერსიაში იღებენ. მრავალსერიანი ფილმის მოქმედება ჰოლივუდში 1960-იანი წლების დასაწყისში ვითარდება. სცენარს მომღერალი კომიკოს რონი ციმერმანთან ერთად წერს. შერის მასთან რამდენიმე წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.

ადრე, მომღერალი სატელევიზიო პროექტებზე ბევრს მუშაობდა: 1970-იან წლებში მას პროგრამა "კომედიის საათი სონისთან და შერისთან ერთად" მიჰყავდა. შემდეგ, კი - საკუთარი სახელობის შოუ. მისი მონაწილეობით ყველაზე ცნობილი ფილმებია - "სილქვუდი", "ნიღაბი", "ჩაი მუსოლინთან" და "ისტვიკელი ჯადოქრები".

მომზადებულია TV Guide-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება