ირაკლი ალასანია - ISAF-ის შემდეგ ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება

 ირაკლი ალასანია - ISAF-ის შემდეგ ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება

ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ავღანეთში ქართული ჯარის ამოცანები საბრძოლო აღარ იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დაგეგმარება, როგორი მისია ჩამოყალიბდება ISAF-ის დასრულების შემდეგ.

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო, საბრძოლო. საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი შეიარაღებული ძალები აღარ მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ამოცანები იქნება, დავეხმაროთ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებს და ჯარს, რომ გამოცდილება გავუზიაროთ, მივცეთ შესაძლებლობები განათლების მიღებისა ჩვენს თავდაცვის აკადემიაში",-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო უკვე მონაწილეობს ნატო-სთან ერთად დაგეგმარების პროცესში, თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება თავად ნატო-ში და ინდივიდუალური ქვეყნები როგორ გააგრძელებენ საკუთარ პროგრამას ავღანეთთან.

"ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკვე საკუთარ სტრატეგიას, რა ფორმით, ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში", -განაცხადა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე