"ადამსების ოჯახის” ”დიასახლისი” პლასტიკურ ქირურგიას ემსხვერპლა

"ადამსების ოჯახის” ”დიასახლისი” პლასტიკურ ქირურგიას ემსხვერპლა

ცნობილი მსახიობი ანჟელიკა ჰიუსტონი ახალგაზრდობის შენარჩუნების მცდელობას შეეწირა. წარუმატებელი ქირურგიული პროცედურის შემდეგ, ანჟელიკას სახის კანი იმდენად ჩამოეწელა, რომ 61 წლის მსახიობს ყელი აღარ აქვს. ადამიანს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მსახიობის თავი პირდაპირ  მხრებზე დევს.

ვარსკვლავი შოკისმომგვრელი გარეგნობით კალიფორნიაში, საკუთარი შოუს "Smash"-ის პრომო ღონისძიებაზე წარსდგა.

მსახიობმა უკვე აღიარა, რომ მისი გარეგნობა ამ მდგომარეობამდე ბოტოქსმა მიიყვანა. მას შემდეგ, რაც პროცედურამ ცუდი შედეგი გამოიღო, ანჟელიკა ჰიუსტონმა უარი თქვა პლასტიკურ ქირურგიაზე, თუნდაც უკვე მიღებული შედეგის გამოსასწორებლად.

"მივედი ექიმთან და მითხრა, ანჟელიკა ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი რამ - ბოტოქსი. აიღო დიდი ნემსი და გამიკეთა. ძალიან მტკივნეული იყო. ამის შემდეგ თავი ოთხი დღის განმავლობაში მტკიოდა", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ცნობილი მსახიობი, ანჟელიკა ჰიუსტონი 1951 წელს, კალიფორნიაში დაიბადა. პირველად კინოში 1969 წელს გამოჩნდა. 1989 წელს ნომინირებული იყო "ოსკარზე" ფილმისთვის "მტრები, სიყვარულის ისტორია". მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი "ადამსების ოჯახია", სადაც მან მორტიცია ადამსის როლი შეასრულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება