ბობ დილანმა ახალი ალბომის მხოლოდ 100 ეგზემპლარი გამოუშვა

ბობ დილანმა ახალი ალბომის მხოლოდ 100 ეგზემპლარი გამოუშვა

ლეგენდარულმა მომღერალმა, ბობ დილანმა ახალი ალბომი მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოუშვა და გასაყიდად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე მუსიკალურ მაღაზიაში განათავსა.

ეს ალბომი ნამდვილი საგანძურია მუსიკოსის თაყვანისმცემლებისთვის.

ალბომში 4 CD დისკი შედის და მომღერლის 86 ცოცხალ ჩანაწერს და სტუდიურ ტრეკს შეიცავს, რომელიც ბობ დილანმა 1962-63 წლებში ჩაწერა. მათ შორისაა დილანის დღემდე უცნობი ნამუშევრებიც.

ალბომის რამდენიმე ეგზემპლარი შვედეთში, გერმანიასა და საფრანგეთშიც გაიყიდება. დილანის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კი ბრიტანული პრესა აჩქარებას მოუწოდებს, ყველაზე ძვირადღირებული რამდენიმე ალბომი ინტერნეტ აუქციონ eBay-ზე უკვე გაიყიდა 1000 ფუნტ სტერლინგად.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება