სირიის მთავრობა 48 ირანელი მძევლის სანაცვლოდ 2 130 პატიმარს გაათავისუფლებს

სირიის მთავრობა 48 ირანელი მძევლის სანაცვლოდ 2 130 პატიმარს გაათავისუფლებს

თურქეთის ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო IHH-ის განცხადებით, სირიის მთავრობა 2 130 პატიმარს გაათავისუფლებს 48 ირანელი მძევლის სანაცვლოდ, რომლებიც სირიელ ამბოხებულებს ჰყავთ დატყვევებული.

სირიელმა ამბოხებულებმა ირანელები გასული წლის აგვისტოში აიყვანეს მძევლად და მათი მოკვლით იმუქრებოდნენ.

ირანული მხარის განცხადებით, მძევალთა შორის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ყოფილი წევრი იყო, თუმცა ისინი დამასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, შია შრაინში სალოცავად იყვნენ ჩასულები. დატყვევებულ პილიგრიმთა შორის ასევე იყვნენ სტუდენტები და რამდენიმე საჯარო მოსამსახურე.

"გათავისუფლებულ პატიმართა უმრავლესობა სირიელი მოქალაქეები არიან, მათ შორის მხოლოდ რამდენიმე თურქია", - განაცხადა სააგენტო IHH-ის წარმომადგენელმა.

ჯერჯერობით, სირიის მთავრობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია, გაათავისუფლა თუ არა უკვე პატიმრები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა