პენტაგონის კონტრაქტორმა დაცვის ფირმამ, რომელიც "აბუ-გრეიბის" ციხის პატიმართა წამებაში დაადანაშაულეს, ყოფილ პატიმრებს 5 მილიონი დოლარი გადაუხადა.
"ესოშიეითედ პრესის" ინფორმაციით, ამერიკული კომპანია L-3 Service-ის თანამშრომლები ერაყელმა პატიმრებმა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაში, მათ შორის, წამებასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.
71-მა პატიმარმა ფირმას სასამართლოში ოთხი წლის წინ უჩივლა. ყოფილი პატიმრების ადვოკატის, ბაჰერ აზმის განცხადებით, საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფირმა, რომელიც ახლა Engillity Holdings-ს შეუერთდა, ფულად კომპენსაციას გადაუხდის 71-ივე დაზარალებულს. მისივე თქმით, არ ხმაურდება დეტალები, რა გზით მიიღებენ პატიმრები თანხას.
მსგავსი ბარლდებებით სასამართლოს წინაშე წარდგება პენტაგონის კონტრაქტორი კიდევ ერთი ამერიკული კერძო კომპანია CACI.
"აბუ-გრეიბი" მსოფლიო ყურადღების ცენტრში 2004 წელს მოექცა, როცა მედიაში გავრცელდა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ერაყელ პატიმართა ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური წამების ამსახველი ფოტოები.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.