რას ფიქრობენ ქართველი რეპერები ბერა ივანიშვილის შემოქმედებაზე?

რას ფიქრობენ ქართველი რეპერები ბერა ივანიშვილის შემოქმედებაზე?

დავინტერესდით, ქართველი რეპერები რას ფიქრობენ ბერას შემოქმედებაზე? მის პოლიტიკურ აქტიურობაზე? მათი აზრით, დიდი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ბერა წარმატებას მიაღწევდა თუ არა?

რეპერი ჯერონიმო რედაქციაში ბერას წარწერიანი სამაჯურებით და მაისურზე "ქართული ოცნების" სტუდიის ლოგოთი გვეწვია. ის ახალგაზრდა რეპერის პოლიტიკურ აქტიურობას ამართლებს - ზოგადად, რეპი ხომ ოპოზიციური ჟანრია? ბერას კი ხელისუფლებისთვის ჯერ არ უმღერიაო. ჯერონიმოსთვის ისეთი შვილი მიუღებელი გახლავთ, რომელიც მამას ნებისმიერ სიტუაციაში მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ბერას მიერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოცემულ მუსიკალურ ალბომშიც ცუდს ვერაფერს ხედავს.

ჯერონიმო:

"საქართველოში არ მახსოვს ადამიანი, რომელსაც 17 წლის ასაკში, ბერას მსგავსად დახვეწილად "გაერეპოს", ტექსტი ასე დრამატურგიულად განევითარებინოს... დღესდღეობით, ზოგი "ბებერი ყაზილარი" რეპერი ამ ბავშვს რაღაცებს უწუნებს. ალბათ მათ საკუთარი თავი 17 წლის ასაკში არ ახსოვთ. სამაგიეროდ, მე მახსოვს, რა "ნაგავსაც" ქმნიდნენ."

ლექს-სენი:

- მომწონს, რადგან მასში ჩემს გზა-კვალს ვხედავ: ბერას "ჩემი სკოლა" აქვს გავლილი. ეს მეამაყება. ბერას ბევრი რამ მე ვასწავლე. ეს 3-4 წლის წინ იყო... ამ ეტაპზე, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.

პრინცი პი:

"ბერა მეც მომწონს. თავის საქმეს კარგად, ხარისხიანად აკეთებს. მის პოეზიას ადრეც ვიცნობდი. ვიცოდი, რომ დღეს თუ ხვალ ფართო აუდიტორიის წინაშეც გამოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერა ასაკით ჩემზე ბევრად უმცროსია, საკუთარი საქმე კარგად იცის. გადმოცემით ვიცი, რომ წესიერი ადამიანი გახლავთ. პოპულარობას მატერიალური მხარდაჭერის გარეშეც მოახერხებდა. ამის საშუალებას ღმერთი მისცემდა..."

იხილეთ ვრცლად

ეთო ყორღანაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება