გიორგი ლიფონავასთვის გასული წელი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა რეჟისორულ კარიერაში. სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" სუპერპოპულარული პროექტი აღმოჩნდა. სახასიათო გმირებმა და გაშარჟებულმა რეალობამ მაყურებლების გულები ადვილად დაიპყრო. საბოლოოდ კი საპროდიუსინგო ჯგუფმა გადაწყვიტა, ერთგული მაყურებლებისთვის ფილმი "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" გადაეღო. გადაღების პროცესზე ბევრი დაიწერა და ინტერესი ჯერ კიდევ ფილმის გამოსვლამდე გაჩნდა.
როგორც ჩანს, წარმატებული სეზონის მერე რეჟისორმა დაისვენა და ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტა. ლიფონავას რისკიანი გადაწყვეტილების ამსახველი ფოტომასალა რეჟისორის მეგობარმა გოგონამ სოფია სებისკვერაძემ გამოაქვეყნა. სპეციალური თმის საკრეჭი მანქანით შეიარაღებულ რეჟისორს სარკეში სურათებს სექსუალურ პენიუარში გამოწყობილი სოფია უღებს. პანკური ვარცხნილობით ჯერჯერობით არსად გამოჩენილა, მაგრამ სოციალურ ქსელში მისმა გადაწყვეტილებამ ხალხი ძალიან გაამხიარულა.
(გამოდის ორშაბათობით)