”ოქროს ჟოლო - 2012” ლიდერი ”ბინდია”

”ოქროს ჟოლო - 2012” ლიდერი ”ბინდია”

უკვე ცნობილია ანტიპრემია "ოქროს ჟოლოზე" წარდგენილი ფილმები. "ოქროს ჟოლო" სხვადასხვა კატეგორიებში წლის ყველაზე ცუდ ფილმებს გადაეცემათ.

დაჯილდოების აბსოლუტური ლიდერი ფილმი "ბინდი. საგა: განთიადი" გახდა, რომელიც "ოქროს ჟოლოზე" 11 კატეგორიაშია ნომინირებული: მათ შორის "წლის ყველაზე ცუდი ფილმი", "ყველაზე ცუდი რეჟისურა", ხოლო ნომინაციაში "ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი" ფილმის მთავარი გმირები ორჯერ არიან ნომინირებულნი. კრისტენ სტუარტი და რობერტ პატინსონი "წლის ყველაზე ცუდი მსახიობის" ტიტულისთვისაც იბრძოლებენ.

კონკურენციას ყველაზე მეტი "ოქროს ჟოლოს" მოპოვებაში, "ბინდს" ფილმი "ეს ჩემი ბიჭია" უწევს, რომელშიც მთავარ როლს ადამ სანდლერი ასრულებს. ის 7 ნომინაციაშია წარდგენილი. ცუდ ფილმთა სიაში ლიდერთა სამეულს "Battleship" ასრულებს. მასში მომღერალი რიანა თამაშობს. ფილმი "ოქროს ჟოლოს" 6 ნომინაციაშია წარდგენილი.

”ყველაზე ცუდი ქალი მსახიობის” ნომინაციაში ბარბარა სტრეიზანდი, ჯენიფერ ლოპესი, კრისტენ სტუარტი, რიანა და მილა იოვოვიჩი არიან წარდგენილნი.

რაც შეეხება მამაკაც მსახიობებს, აქ ”ყველაზე ცუდის” ტიტულისთვის ნიკოლას ქეიჯი, რობერტ პატინსონი, ედი მერფი, ადამ სანდლერი და ლიამ ნისონი იბრძოლებენ.

ანტი-ჯილდო "ოქროს ჟოლო" 1980 წლიდან გაიცემა. ის ამერიკელმა პუბლიცისტმა ჯონ უილსონმა დააარსა და წლის ყველაზე წარუმატებელი მსახიობისთვის, რეჟისორისთვის, სცენარისტისთვის, კინომუსიკისა და ფილმისთვის არის განკუთვნილი.

ლაურეატებს საჩუქრად პლასტმასის ჟოლოს ფიგურა გადაეცემათ, რომელიც ოქროსფრად არის შეღებილი. საჩუქრის ღირებულება 5 დოლარზე ნაკლებია.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება