ლელა წურწუმია საქართველოს დატოვებას არ აპირებს

ლელა წურწუმია საქართველოს დატოვებას არ აპირებს

მომღერალი ლელა წურწუმია საქართველოს დატოვებას და სომხეთში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს. უცხოური საინფომაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელა წურწუმიას საქართველოში შრომა არ დაუფასდა და სომხეთში გადადის სამუშაოდ.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მომღერალმა განუცხადა, მსგავსი კომენტარი არცერთი საინფორმაციო საშუალებისთვის არ მიუცია და არც სომხეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

”როცა ქვეყანას უჭირდა, მაშინ არ წავსულვარ სხვაგან და ახლა რატომ წავალ? არასდროს მითქვამს, რომ მე შრომა არ დამიფასდა, ან საქართველოში ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ და მგონი დაკარგული არ ვარ. ის ინფორმაცია, რაც უცხოურმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, ტყუილია. მე საქართველოში მაქვს კონკრეტული გეგმები და ამ პროექტებზე აქტიურად ვმუშაობ. არსად წასვლას არ ვაპირებ კარიერის ასაწყობად, მით უფრო სომხეთში”, - განაცხადა წურწუმიამ.

გუშინ სააგენტო ”რეგნუმმა” 1news.az-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი მომღერალი, ლელა წურწუმია, მეუღლესთან, პროდიუსერ კახა მამულაშვილთან ერთად სამუშაოდ სომხეთში გადავიდა.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება