მომღერალი ლილი ალენი დედა გახდა. ვარსკვლავს და მის მეუღლეს, სემ კუპერს გოგონა შეეძინათ. ეს წყვილისთვის უკვე მეორე შვილია.
ახალშობილი 8 იანვარს დაიბადა. მას მარნი როუზი დაარქვეს. ეს სახელი მათ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმმა "მარნიმ" შთააგონა, რომელიც 1964 წელსაა გადაღებული. გარდა ამისა, გოგონა ლილი ალენის საყვარელი მომღერლის, ელვის პრესლის დაბადების დღეს გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილს უკვე ჰყავს ერთი შვილი - 1 წლის ეტელი. გასული წლის ოქტომბერში ლილის 6 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც მუცელი მოეშალა.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.