ელტონ ჯონი მამა მეორედ გახდა

ელტონ ჯონი მამა მეორედ გახდა

ცნობილი ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის ოჯახში მატებაა. მუსიკოსი და მისი მეუღლე დევიდ ფერნიში კიდევ ერთხელ გახდნენ მშობლები.

წყვილს მეორე შვილი სუროგატმა დედამ გაუჩინა. ამავე ქალმა გააჩინა ელტონის და დევიდის პირველი შვილი ზაქარი, რომელიც 2010 წელს დაიბადა.

”მათ ბავშვების სუროგატი დედა ისევე უყვართ, როგორც საკუთარი და. მისი მადლობლები ცხოვრების ბოლომდე იქნებიან. ამ ქალმა მათ ორი შვილი გაუჩინა” - აცხადებს წყარო.

ელტონ ჯონი და კანადელი კინორეჟისორი დევიდ ფერნიში ოფიციალურად 2005 წელს დიდ ბრიტანეთში დაქორწინდნენ, მანამდე წყვილი ერთად 12 წელი ცხოვრობდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება