"ოსკარი 2013"-ის ნომინანტთა სია

"ოსკარი 2013"-ის ნომინანტთა სია

ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. "ოსკარის" პრეტენდენტები საზოგადოებას სეტ მაკფარლენმა და ემა სთოუნმა წარუდგინეს.

სწორედ ეს ორი მსახიობი გაუძღვება "ოსკარის" დაჯილდოების რიგით 85-ე ცერემონიას, რომელიც ლოს-ანჯელესში, "დოლბის" კინოთეატრში გაიმართება.

წელს "საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ნომინაციაში "ოსკარისთვის" შემდეგი მსახიობები იბრძოლებენ: ბრედლი კუპერი ფილმისთვის "ჩემი შეშლილი მეგობარი" , დენიელ დეი ლიუისი ფილმისთვის "ლინკოლნი", ჰიუ ჯეკმანი ფილმისთვის "საბრალონი", ჰოაკინ ფენიქსი ფილმისთვის "ოსტატი" და დენზელ ვაშინგტონი ფილმისთვის "ფრენა".

რაც შეეხება ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებს, მათ შორის არიან: ემანუელ რივა ფილმისთვის "სიყვარული", ჯენიფერ ლოურენსი ფილმისთვის "ჩემი შეშლილი მეგობარი", ჯესიკა ჩესტეინი ფილმისთვის "მიზანი ნომერი ერთი", ქუვენზენი უოლისი ფილმისთვის "ველური სამხრეთის მხეცები" და ნაომი უიტსი ფილმისთვის "შეუძლებელი".

ფილმებს შორის "ოსკარის" მოსაპოვებლად შემდეგი სურათები იბრძოლებენ: "პის ცხოვრება", "ლინკოლნი","მიზანი ნომერი ერთი", "ოპერაცია "არგო", "გათავისუფლებული ჯანგო", "ჩემი შეშლილი მეგობარი", "სიყვარული", "საბრალონი" და "ველური სამხრეთის მხეცები".

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებიდან "ოსკარზე" ნომინირებულნი არიან:

ქალი მსახიობები: ენ ჰეთევეი, ემი ადამსი, ჰელენ ჰანტი, სალი ფილდი და ჯეკი უივერი.

მამაკაცი მსახიობები: ალან არკინი, კრისტოფერ ვალცი, ფილიპ სეიმორ ჰოფმანი, ტომი ლი ჯონსი, რობერტ დე ნირო.

2013 წლის "ოსკარის" დაჯილდოებაზე, საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოხვდნენ დევიდ ო’რასელი, ენგ ლი, სტივენ სპილბერგი, მიხაეილ ჰანეკე, ბენ ზაიტლინი.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება. ცნობილია, რომ ღონისძიების თემატიკა "ბონდიანა" იქნება, ვინაიდან აგენტ 007-ს უკვე 50 წელი შეუსრულდა. დაესწრებიან თუ არა ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებლები "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიას და შეასრულებს თუ არა, ბრიტანელი მომღერალი ადელი "სკაიფოლის" საუნდტრეკს, ჯერ უცნობია.

იხილეთ ვიდეო: 2013 წლის ოსკარის ნომინანტები დაასახელეს

მომზადებულია oscar.go.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება