ბენ აფლეკი სცენაზე შვილების "მოხატული" ხელებით გავიდა

ბენ აფლეკი სცენაზე შვილების "მოხატული" ხელებით გავიდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი Critics' Choice Movie Awards-ის ცერემონიალზე იმყოფებოდა. მსახიობს ხელების დაბანა დაავიწყდა - თითები კალმით ჰქონდა "მოხატული". მოგვიანებით ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ეს მოხატული ხელები მისი ქალიშვილების, 7 წლის ვიოლეტისა და 4 წლის სერაფინას დამსახურებაა.

ცერემონიალზე აფლეკის ნამუშევარი "არგო" 7 ნომინაციაში წარადგინეს; ფილმი "ოსკარისთვის" ნომინაციაში - "საუკეთესო სურათი" იბრძოლებს.

შეგახსენებთ, ბენი და მსახიობი ჯენიფერ გარნერი 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 3 შვილი ჰყავს: 7 წლის ვიოლეტი, 4 წლის სერაფინა და 9 თვის სამუელი.

რამდენიმე თვის წინ ჯენიფერი ქმართან განქორწინებას გეგმავდა. ოჯახური პრობლემების ძირითადი მიზეზი ბენი იყო, რომელიც მთლიანად კარიერაზეა გადართული. გარნერი ღიზიანდებოდა, რომ მისი მეუღლე "არგოს" გადასაღებ მოედანზე უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე ცოლ-შვილთან. მოგვიანებით კი ჯენიფერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ოჯახში სრული ჰარმონია დაბრუნდა.

ვიდრე ჯენიფერს ცოლად მოიყვანდა, ბენს ჰოლივუდში ცნობილ ვარსკვლავებთან ჰქონდა რომანი, მათ შორის მსახიობ გვინეტ პელტროუსთან და მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება