პენელოპა კრუსი ამღერდა

პენელოპა კრუსი ამღერდა

პენელოპა კრუსმა ძალები მუსიკალურ შოუბიზნესში მოსიჯნა და მისი ეს ნაბიჯი საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. პენელოპამ დუეტი ლათინოამერიკული პრემია "გერმის" ნომინანტ მიგელ ბოსესთან ჩაწერა. სიმღერას Decirnos Adios ჰქვია.

პენელოპას ვოკალური მონაცემებით ბოსე ძალიან მოიხიბლა და ვარსკვლავის მუსიკალური დებიუტი დადებითად შეაფასა. "პენელოპა არაჩვეულებრივად მღერის და რაც მთავარია, მის ხმაში პიროვნება იგრძნობა", - განაცხადა მომღერალმა.

კრუსმა მონაწილეობა მიიღო Decirnos Adios-ის კლიპის გადაღებებშიც. შავ-თეთრი ვიდეორგოლი მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. ვარსკვლავი სევდიან მარტოხელა ლამაზმანს თამაშობს.

იხილეთ ვიდეო: პენელოპა კრუსი ამღერდა - პირველი სიმღერა და კლიპი Decirnos Adiós

მომზადებულია elperiodico.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება