მართალია ჟურნალმა Esquire-მა შარშან მილა კუნისი "პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად" დაასახელა, მაგრამ New York Daily News-მა მსახიობს აბსოლუტურად განსხვავებული ტიტული მიანიჭა. გავლენიანი გამოცემის აზრით, მილა "ყველაზე ბინძური ვარსკვლავია".
New York Daily News-ში მოდის სვეტის რედაქტორმა შემდეგი შინაარის წერილი გამოაქვეყნა:
"სექსუალური? არა, ალბათ უფრო ყველაზე არამიმზიდველი ქალი მსოფლიოში. გასულ წელს Esquire-მა უკრაინელ მსახიობს პრესტიჟული ტიტული მიანიჭა, მაგრამ წელს მილა მხოლოდ ფართო სპორტულ შარვლებში დადის. თითქოს მილას ყოველდღე ყველა ტანსაცმელი გასარეცხი აქვს", - წერს New York Daily News.
მილა კუნისმა, რომელსაც ხშირად ხედავენ ეშტონ კატჩერის კამპანიაში, უკვე აგო პასუხი მისი მოუვლელი გარეგნობის გამო. ცნობილმა ბრენდმა Christian Dior-მა მასთან 2012 წელს დადებული კონტრაქტი გააუქმა.
ბრენდის აზრით, ასეთი უგემოვნო ჩაცმულობით, მილა კუნისი "Dior-ის მუზის" ტიტულს არ იმსახურებს და კომპანიის იმიჯს ლახავს.




მომზადებულია New York Daily News-ის მიხედვით.