ჰიუ ჰეფნერის ცოლმა მეუღლის ქონებაზე უარი თქვა

ჰიუ ჰეფნერის ცოლმა მეუღლის ქონებაზე უარი თქვა

Playboy-ს დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის 26 წლის მეუღლემ, კრისტალ ჰარისმა მილიონერი მეუღლის ქონებაზე უარი თქვა. როგორც გამოცემა US Weekly წერს, კრისტალმა საქორწინო კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, მისი 86 წლის მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, ჰარისი ერთ ცენტსაც არ მიიღებს.

86 წლის ჰიუს ანდერძის მიხედვით, მისი 43 მილიონიანი ქონება მის ოთხ შვილს, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტსა და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის განაწილდება.

სკეპტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდა მოდელი ჰეფნერს მხოლოდ ფულის გამო გაყვა ცოლად. ქონებაზე უარის თქმით კი კრისტალმა ყველას დაუმტკიცა, რომ საკურთხეველთან მისვლა მას მხოლოდ სიყვარულმა აიძულა და ანგარებას ადგილი არ ჰქონდა.

Playboy-ის დამფუძნებელი და მისი 26 წლის საყვარელი ახალ წელს დაქორწინდნენ. ცერემონია მეგობრებისა და ნათესავების ახლო წრეში, ჰიუ ჰეფნერის აპარტამენტებში გაიმართა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება