მა­ნა­ნა გე­გეჭ­კო­რი: "ჯერჯერობით ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კარდიოგრამა სწორ ხაზს აჩვენებს"

მა­ნა­ნა გე­გეჭ­კო­რი: "ჯერჯერობით ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კარდიოგრამა სწორ ხაზს აჩვენებს"

თე­ატ­რმცოდ­ნე მა­ნა­ნა გე­გეჭ­კო­რი ქარ­­თუ­ლ თე­ატ­რში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის­თვის 2012 წე­ლი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ის სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად თე­ატ­რსაც და­ეტყ­ო. ამი­ტო­მაც, 2012 წელს დად­გმულ სპექ­ტაკ­ლებს რომ გა­დავ­ხე­დე, ლი­დე­რი წარ­მოდ­გე­ნის გა­მო­ყო­ფა გა­მი­ჭირ­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა დრა­მა­ტურ­გი­ას...

- სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­იქ­მნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მა­ტურ­გი­ის თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ ისეთ პი­ე­სას, სიღ­რმი­სე­უ­ლად რომ ასა­ხავ­დეს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ნამ­დვი­ლეს და იმას, რა დაღს ტო­ვებს ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ან­ზე. კარ­გად და ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი, ლა­შა ბუ­ღა­ძე, თა­მარ ბარ­თა­ი­ა... მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ძი­ე­ბის, ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯვის პრო­ცესს და თა­მამ ნა­ბი­ჯებს უფ­რო ჰგავს. რო­გორც ჩანს, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი­ა, ბუ­ნე­ბა ის­ვე­ნებს და ად­რე თუ გვი­ან იფეთ­ქებს.

- კონ­კრე­ტუ­ლი თე­ატ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბო­და ბო­ლო ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატრს და­ღი და­ას­ვა რო­ბერტ სტუ­რუ­ას წას­ვლამ. თე­ატ­რი კარ­გად მუ­შა­ობს, რო­დე­საც მი­სი ორი­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვგუ­ლის­ხმობ თე­ატ­რის მმარ­თველს და სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს, ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ნან და ერთ საქ­მეს აკე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს, თე­ატ­რის არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო პრო­დუქ­ტი­უ­ლი თით­ქმის არას­დროს ყო­ფი­ლა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც, საბ­ჭო უნ­და არ­სე­ბობ­დეს სა­თათ­ბი­რო ხმის უფ­ლე­ბით. სა­ხელ­გან­თქმუ­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ტოვ­სტო­ნო­გო­ვი ამ­ბობ­და, თე­ატ­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი დიქ­ტა­ტუ­რა­ა, - თუ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა გინ­და, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უნ­და და­ე­მორ­ჩილო ამ დიქ­ტა­ტუ­რა­სო. ასე რომ, კო­ლექ­ტი­უ­რი მარ­თვის ორ­გა­ნო­ე­ბი თე­ატ­რში იშ­ვი­ა­თად თუ ამარ­თლებს...

- რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ გა­ნაცხ­ა­და, რომ ამ თე­ატ­რში დიქ­ტა­ტო­რო­ბა სურს...

- სხვა­თა შო­რის, ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტის ამ სიტყ­ვებ­მა ძა­ლი­ან გა­მაკ­ვირ­ვა, რად­გან მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის დი­დი ნა­წი­ლი დიქ­ტა­ტუ­რას­თან ბრძო­ლა და პრო­ტეს­ტია - "მე­ფე ლი­რი", ყვარ­ყვა­რე" და სხვა სა­უ­კე­თე­სო სპექ­ტაკ­ლე­ბი სწო­რედ ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მი­სა და დიქ­ტა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის სხვა თე­ატ­რებს, მა­თი ცხოვ­რე­ბა დუ­ნედ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დი­ა. ერ­თა­დერთ სპექ­ტაკლს გა­მოვ­ყოფ, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ი­მარ­თა. ეს არის და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის "ზაფ­ხუ­ლის ღა­მის სიზ­მა­რი". რე­ჟი­სორს ბევ­რი რა­მის ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ა­ში არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ეს არის ძა­ლი­ან თა­მა­მი და სა­ინ­ტე­რე­სო მიდ­გო­მა შექ­სპი­რი­სად­მი. სპექ­ტაკ­ლში ჭარ­ბად ჩანს რე­ჟი­სო­რის ფან­ტა­ზი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით - პირ­ველ ნა­წილ­ში. თუმ­ცა მი­მაჩ­ნი­ა, რომ შექ­სპი­რი­სა და რე­ჟი­სო­რის ჭი­დი­ლი შექ­სპი­რის გა­მარ­ჯვე­ბით მთავ­რდე­ბა (ი­ღი­მის). დო­ი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლში კარ­გი სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლი­ა, მაგ­რამ გა­მო­ვარ­ჩევ ელე­ნეს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ ანი ალექ­სიშ­ვილ­სა და აჩი­კო სო­ლუ­ღაშ­ვილ­ს. ამ მსა­ხი­ო­ბებ­მა მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შეს.

- 2012 წელს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში და­იდ­გა მი­უ­ზიკ­ლი "ო­ლი­ვე­რი", რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა ვერ და­იმ­სა­ხუ­რა...

- იმიტომ, რომ ეს არის ას­ლი, კო­პი­ო, შე­მოქ­მე­დე­ბა კი ახ­ლის შექ­მნა­ა. სხვა საქ­მე­ა, რა ხა­რის­ხით შეს­რულ­დე­ბა. მი­უ­ზიკ­ლი სპე­ცი­ფი­კურ სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მებს მო­ითხ­ოვს. მი­უ­ზიკ­ლის მსა­ხი­ობს უნ­და შე­ეძ­ლოს ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, სწო­რი სუნ­თქვა. ამ სპექ­ტაკლს ეს ყვე­ლა­ფე­რი აკ­ლდა. ეს არის სუფ­თა კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი, რის­თვი­საც დიდ­ძა­ლი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა.

თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბა კარ­დი­ოგ­რა­მა­სა­ვით ვი­თარ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ქა­რთუ­ლი თე­ატ­რის კარ­დი­ოგ­რა­მა სწორ ხაზს გვიჩ­ვე­ნებს. მარ­თა­ლი­ა, არ არის და­ბა­ლი და სა­მარ­ცხვი­ნო დო­ნე, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მე­ბია მსა­ხი­ო­ბე­ბის აღ­ზრდის მხრივ, რაც თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტს ეხე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ მსა­ხი­ო­ბის მეტყ­ვე­ლე­ბას, მოძ­რა­ო­ბას, სცე­ნა­ზე დგო­მას... პრო­ფე­სი­უ­ლი ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა კი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­ში უნ­და ხდე­ბო­დეს. გარ­და ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფოს­გან მე­ტი ყუ­რადღ­ე­ბაა სა­ჭი­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით, რე­გი­ო­ნუ­ლი თე­ატ­რე­ბი­სად­მი, რად­გან რე­გი­ო­ნებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა სუ­ლი­ერ შიმ­შილს გა­ნიც­დის... მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი უნ­და იყოს არა მმარ­თვე­ლი, არა­მედ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­საც უნ­და ჰქონ­დეს თე­ატ­რა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლი­ა, იყოს რე­ჟი­სო­რი. თე­ატრს უნ­და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს არა ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, არა­მედ შე­მოქ­მე­დი, რო­მელ­მაც უნ­და გან­საზღ­ვროს თე­ატ­რის სა­ხე.

ესაუბრა ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება