ჯასტინ ტიმბერლეიკი 6 წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკას უბრუნდება

ჯასტინ ტიმბერლეიკი 6 წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკას უბრუნდება

მომღერალსა და მსახიობს, ჯასტინ ტიმბერლეიკს მსმენელისთვის ახალი ალბომი 2006 წლის შემდეგ აღარ შეუთავაზებია. ახლა კი ვარსკვლავი მზადაა მუსიკალურ სამყაროს დაუბრუნდეს.

ტიმბერლეიკმა თაყვანისმცემლებს ახალი ალბომის გამოშვების შესახებ ვიდეორგოლის საშუალებით ამცნო.

"რამდენიმე დღის წინ მკითხეს: ესე იგი შეეშვი მუსიკას? ჩემთვის მუსიკა ყველაზე მეტს ნიშნავს. ათი წლის განმავლობაში 2 ალბომი გამოვუშვი. რას უნდა ნიშნავდეს ჩემთვის შემდეგი ათწლეული? მე მუსიკით შეპყრობილი ვარ", - აცხადებს ჯასტინ ტიმბერლეიკი.

ვარსკვლავმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა მსახიობ ჯესიკა ბილზე, განაცხადა, რომ ახლა უკვე მზადაა მსოფლიოს მისი ახალი ნამუშევრები წარუდგინოს.

როდის გამოვა ტიმბერლეიკის ახალი ალბომი, ჯერ ცნობილი არ არის.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება