"შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რა უნდა შევაფასო?"

"შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რა უნდა შევაფასო?"

ნია ბონდის ბლიცის მორიგი სტუმარი მსახიობი ჯაბა კილაძეა, რომელიც წინა წელს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჯულიანა ბარ-გნართან ერთად მონაწილეობდა. ერთადერთი შეკითხვა, რომელიც ჩემს რესპონდენტს არ მოეწონა, რატი წითელაძეს უკავშირდება. დანარჩენი თავად ნახეთ.

- ნატვრის თვალი რომ მქონდეს...

- (იცინის) კაი იქნებოდა, მაგრა გავერთობოდი.

- ცხოვრებაში არასდროს ვისურვებდი...

- არ ვიცი. ჰო, ისე არ მიყვარს ცუდი რაღაცები. სხვის საზიანოდ არაფერს ვისურვებდი.

- ჩემი ძლიერი მხარეა...

- ის, რომ საკუთარ თავთან კომუნიკაცია შემიძლია.

- დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...

- არ ვიცი, ვერ გეტყვი. არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პოპულარობისთვის გავაკეთებ...

- რასაც ვაკეთებ იმას. წესიერი გზით გავაკეთებ ყველაფერს. უწესო გზით არაფერს გავაკეთებ, ფეხებზე მკიდია პოპულარობა.

- ჩემი მთავარი ღირებულება.

- ღირსება. პირველ რიგში ღირსება უნდა გქონდეს, მერე - პროფესია. მე მირჩევნია წავაგო საქმეში, მაგრამ ღამე მშვიდად მეძინოს.

- ქალი რომ იყო, ჯაბა კილაძეს ცოლად გაჰყვებოდი?

- არა ტო, ღადაობ (იცინის)?!.. არა, ვიხუმრე, გავყვებოდი.

- რა თვისება მოგწონს შენში?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი. ადამიანის ხასიათი იმდენ დეტალს შეიცავს, ერთი როგორ გითხრა? რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა.

- ის გვითხარი, რაც მოგწონს.

- მოდი, მაგას არ დავაკონკრეტებ.

- რამდენად გაინტერესებს სხვისი აზრი?

- არის ადამიანების კატეგორია, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. არის კატეგორია, რომელსაც შეიძლება, მხოლოდ მოვუსმინო, არის კატეგორია, ვისი აზრიც საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ ზრდილობის გამო ვისმენ. არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ მაინტერესებს მათი აზრი, რადგან საზოგადოებას ემსახურები, მათი აზრი უნდა იცოდე.

- ცხოვრებაში ვნანობ...

- რა ვიცი, არაფერს. არაფერი გამიკეთებია ისეთი. ყოველდღიურად ადამიანი შეცდომას უშვებ და აუცილებელიცაა, იმიტომ, რომ შემდეგ უფრო განვითარდე, ისწავლო.

- სიამოვნებით მივუჩენდი თავის ადგილს...

- ძალიან ბევრს. ალბათ უფრო მასშტაბურს ვგულისხმობ, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც რაღაცას აკეთებს: პოლიტიკას, თეატრალურ სამყაროს ემსახურება თუ სხვა რამეს, თავისი საქმე რომ აკეთოს, უშუალოდ რაც ეხება, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი ქვეყანა გვექნება. ჩვენთან მასე არ ხდება. ყველა რაღაცაში ყოფს ცხვირს. ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ეს ეხება ყველა სფეროს. ჩვენთან უმეტესობა არ არის იმ საქმის პროფესიონალი, რასაც აკეთებს.

- შოუბიზნესის სფეროს გულისხმობ?

- შოუბიზნესის სფერო იმდენად არ მაინტერესებს, რომ ვერ აგიხსნი. მე საერთოდ არ მივიჩნევ თავს შოუბიზნესის ნაწილად და ალბათ არც ვიქნები არასოდეს. ყოველ შემთხვევაში აქაურ შოუბიზნესში მაინც რა. მე ვარ მსახიობი და შოუბიზნესის კეთება ჩემი საქმე არ არის.

- აქაური შოუბიზნესიო, რას გულისხმობ და როგორ აფასებ საერთოდ ქართულ შოუბიზნესს?

- შოუბიზნესი არ გვაქვს საერთოდ და რომელი უნდა შევაფასო?

- რატომ, არ გვყავს კარგი მომ­ღ­ერლები?

- როგორ არ გვყავს კარგი მომღერლები. აი, თუნდაც ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე ხომ გვყავს, გვყავდა ირაკლი ჩარკვიანი და გვყავს კიდევ ძალიან ბევრი კარგი მომღერალი, ეს უკვე ძალიან დიდი სიმდიდრეა, მაგრამ შოუბიზნესი სულ სხვა რამეა. სამწუხაროდ, საქართველოში შოუს კეთება არ იციან. ასევე არ გაქვს ბიზნესი, იმიტომ, რომ დღეს ვერც ერთი მომღერალი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ვარსკვლავი. ზოგი თავისი ჰონორარით ალბათ თავს ვერ შეინახავს. ამიტომ მეცინება, როცა მეუბნებიან, რომ ვარსკვლავი ვარ. მე ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვარსკვლავები არიან ბრედ პიტი, ბიონსე. აბა, რას ნიშნავს, მითხარი, შოუბიზნესში ნახო ადგილი, როცა შენს კონცერტზე შეიძლება, ხუთი ბილეთიც არ გაიყიდოს. უნდა შესთავაზო კარგი პროდუქტი, რომ ადამიანმა ფული გაიმეტოს და დახარჯოს. აი, მაგალითად, ხალხი თეატრში დადის იმიტომ, რომ ნორმალურ სპექტაკლებს ვთავაზობთ.

- რა რჩევას მისცემდი რატი წითელაძეს?

- საერთოდ, ვინ არის რატი წითელაძე? რა კონტექსტში მეკითხები? უბრალოდ, ვიცნობ. რატომ არ მკითხე სხვა ვინმეზე?!..

- კარგი, სხვა შეკითხვაზე გადავიდეთ. არ მომწონს ქალი, რომელიც...

- არ უვლის თავს (იცინის).

- როცა ძალიან ლამაზ ქალს ვხედავ...

- ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- თამამი ხარ?

- ქალთან მიმართებაში ზოგადად ზრდილობიანი უნდა იყო და მოკრძალებული. ქალს რაც შეიძლება მეტი პატივი უნდა სცე. მე ასე ვფიქრობ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება