კელან ლატცს სექსსიმბოლოს ტიტული აცინებს

კელან ლატცს სექსსიმბოლოს ტიტული აცინებს

მას მერე, რაც გასულ წელს საგა "ბინდი" დასრულდა, მსახიობი, მეცნიერი და უბრალოდ ვამპირი კელან ლატცი ახალი პროექტებისთვის მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არც ისე საამური როლი აქვს, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილი საოცნებო მამაკაცია - მაღალი, ფართომხრებიანი, ღიმილიანი და სამეცნიერო ხარისხის მქონე.

- თავად თუ გჯერათ ვამპირების?

- მჯერა რაღაც სხვა სამყაროს არსებობის, მაგრამ ვამპირები, უცხოპლანეტელები და სხვაგვარი უწმინდურები, ვგონებ, არ არსებობენ.

- როგორ გახდით მსახიობი, თავდაპირველად ხომ სხვა განათლება მიიღეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ქიმიურ კოლეჯში ჩავაბარე, ძალიან მიყვარს მეცნიერება. მაგრამ ლოს-ანჯელესში ხომ ყველა მსახიობია. თუნდაც სპეციალობით ექიმი ან იურისტი იყოს, ყველა კინოს მიეკუთვნება. მეც მოვხვდი გადასაღებ მოედანზე და აღმოვაჩინე, რომ მომეწონა.

- მეცნიერება არ გენატრებათ?

- ძალიან. მაგრამ ახლა შემიძლია ქიმიკოსი ვითამაშო და აღმოჩენაც გავაკეთო, ოღონდაც მხოლოდ ეკრანზე.

- ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა, მეცნიერი კაცი კინოში რომ წავიდა?

- ზოგიერთ ნათესავს ეგონა, რომ გავგიჟდი, მაგრამ მერე მათაც შეისისხლხორცეს ჩემი სამუშაო, ახლა ხომ შობას 20-დოლარიან პერანგებს კი არა, დავუშვათ, ტელევიზორს ვჩუქნი (იცინის).

- სექსსიმბოლოს საპატიო ტიტულს როგორ უყურებთ?

- (ხარხარებს) მგონი, მიხვდით... ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თაყვანისმცემლების ამგვარი მხარდაჭერის გამო, მაგრამ სიტყვა "სექსსიმბოლო" უბრალოდ მაცინებს.

- ქერები მოგწონთ თუ შავთმიანები?

- არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ქალი ქალია...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება