ბრედლი კუპერი "ოსკარის" ცერემონიალზე დედასთან ერთად მივა

ბრედლი კუპერი "ოსკარის" ცერემონიალზე დედასთან ერთად მივა

ჰოლივუდის მსახიობი, ბრედლი კუპერი "ოსკარის" ცერემონიალზე დედასთან, გლორიასთან ერთად წასვლას გეგმავს. მსახიობის გარემოცვა ხშირად აღნიშნავს, რომ გლორიას ბრედლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თავად კუპერსაც ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ დედის სიტყვა მისთვის კანონია.

რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ კუპერი და მისი საცოლე მსახიობი, ზოი სალდანა დაშორდნენ. მას შემდეგ ჟურნალისტებმა მოსვენება დაკარგეს იმის ფიქრში, თუ რომელი იღბლიანი ქალბატონი დაუმშვენებდა ბრედლის მხარს ცერემონიალზე. აღმოჩნდა, რომ ეს ქალი გლორიაა.

"მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაზე "საუკეთესო მსახიობად" წარმადგინეს. ჩემი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან დღეს დედაზე უკეთესი ადამიანი ვინ იქნება ჩემს გვერდით? სიმართლეს გაგიმხელთ: როდესაც ჰოლივუდში თავის დამკვიდრებას ვცდილობდი, ერთხელ დედამ მითხრა: "თუკი როდესმე ნომინაციაზე წარგადგენენ, შენს გვერდით მიგულეო", - აცხადებს მსახიობი.

მომზადებულია eonline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება