მსოფლიოში პოპულარული სუპერმოდელები - კეიტ მოსი და ნაომი კემპბელი ამერიკულ ჟურნალ Interview-სთვის მიცემულ ინტერვიუში წარმატებული კარიერის საიდუმლოს ამხელენ.
ხალხი ფიქრობს, რომ მოდელები მსოფლიოში პოპულარული ბრენდების სამოსის მორგების, იახტებით სეირნობის, პოდიუმზე ნარნარისა და კურორტებზე დასვენების მეტს არაფერს აკეთებენ, მაგრამ სუპერმოდელებმა განაცხადეს, რომ კარიერაში წარმატებას მხოლოდ იმიტომ მიაღწიეს, რომ საკუთარ თავს დიდ დროს არასდროს უთმობდნენ და კარიერისთვის ბევრი რამ დათმეს.
"საკუთარი თავისთვის არასდროს მიკითხავს, კეიტ, რისი გაკეთება გინდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირადი ცხოვრებისთვის დრო არასდროს მრჩება", - ამბობს კეიტი.
აღმოჩნდა, რომ ნაომისაც იგივე პრობლემა აწუხებს. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად სახლში ყოფნა და ტელევიზორის ყურება ენატრება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.