ემა სტოუნი: "ფული სიყვარულსა და ბედნიერებას არ მოგიტანთ"

ემა სტოუნი: "ფული სიყვარულსა და ბედნიერებას არ მოგიტანთ"

ჰოლივუდის ვარსკვლავი ემა სტოუნი აცხადებს, რომ წარმატებასა და ფულს მისთვის სიყვარული და ბედნიერება არ მოუტანია. ვარსკვლავის თქმით, ფულის საშუალებით მხოლოდ ხელსაყრელი შესაძლებლობების ყიდვაა შესაძლებელი.

ემამ განაცხადა, რომ მსახიობობა ბავშვობიდან სურდა. სწორედ ამის გამო მშობლიური ქალაქი ძალიან პატარამ დატოვა, ლოს-ანჯელესში გაემგზავრა და კოლეჯში სწავლაც კი მიატოვა.

"როცა ჩემი თანატოლები კოლეჯში სწავლობდნენ, მე კასტინგებზე დავრბოდი", - განაცხადა სტოუნმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობი ამბობს, რომ მისმა მშობლებმა შვილის წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ვარსკვლავის თქმით, "მამა მთელი დღე მუშაობდა და შვილის ბედნიერებისთვის მაქსიმუმს აკეთებდა. დედას და მამას საჯარო ცხოვრების ეშინიათ და ყველაზე მეტად პაპარაცებს უფრთხიან. ყოველ ჯერზე მეუბნებიან, ვერ წარმოგვიდგენია რატომ მოგწონს მსახიობობა, მაგრამ შენს სურვილს პატივს ვცემთო".

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება