მოსკოვში "არამზადების საწინააღმდეგო მარშის" სახელწოდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "გაზეტა.რუ"-ს ცნობით, აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობა ათი ათასს აჭარბებს, სახაროვის მოედანზე არიან შეკრებილები.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. "ანტიმაგნიტსკის კანონის" გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკელებისთვის რუსი ბავშვების შვილად აყვანა აკრძალა.
აქციაზე "მემარჯვენე ფრონტის" ლიდერმა სერგეი უდალცოვმა განაცხადა, რომ გაზაფხულიდან ხელისუფლების წინააღმდეგ უპრეცედენტო საპროტესტო აქციები უნდა დაიწყოს.
მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.