კარდაშიანებს კოსმეტიკური ბრენდის სახელის მითვისებაში ედავებიან

კარდაშიანებს კოსმეტიკური ბრენდის სახელის მითვისებაში ედავებიან

სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავების, დები კარდაშიანების გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

ვიზაჟისტი ლი ტილეტი კიმ, კორტნი და ხლოე კარდაშიანებს ახალი კოსმეტიკური ხაზის სახელის მოპარვაში ადანაშაულებს. ტილეტი ამტკიცებს, რომ კარდაშიანებმა ბრენდის სახელი "Khroma Beauty" ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიითვისეს.

"კოსმეტიკური ხაზი Kroma ჩემი ჩამოყალიბებული და განვითარებულია. წარმატებული ბიზნესი საკუთარი შრომით ავაწყვე. კარდაშიანებს სასამართლოში ვუჩივი და მათ წინააღმდეგ ლეგალურად ვიბრძოლებ. დებმა გადაწყვიტეს, გამოიყენონ ის, რაც მათ არ ეკუთვნით", - ამბობს ვიზაჟისტი.

თუკი სასამართო ვიზაჟისტს დაზარალებულად სცნობს, კარდაშიანებს მისთვის 10 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება