ბრიტნი სპირსი საქმროს დაშორდა

ბრიტნი სპირსი საქმროს დაშორდა

მომღერალი ბრიტნი სპირსი და მისი საქმრო, ჯეისონ ტრავიკი ერთმანეთს 2 წლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ.

ჯეისონს ყოფილი საცოლისგან ნიშნობის ბეჭდის დაბრუნება არ უთხოვია, მაგრამ მომღერალმა მას 90 000 დოლარად შეფასებული ბეჭედი მაინც დაუბრუნა. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, წყვილის დაშორების მიზეზი სიყვარულის "განელებაა".

ვარსკვლავმა საქმროსთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტებს უკვე დაუდასტურა.

"მე და ჯეისონმა დაშორება გადავწყვიტეთ. რა დროც არ უნდა გავიდეს, მის მიმართ პატივისცემას არ დავკარგავ. მიხარია, რომ ერთმანეთს ცივილურად დავშორდით, ყოველგვარი სკანდალისა და ხმაურის გარეშე. ჩვენ ყოველთვის კარგი მეგობრები ვიქნებით", - განუცხადა მომღერალმა ჟურნალისტებს.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება