ლედი გაგა სამსახიობო კარიერისთვის ემზადება

ლედი გაგა სამსახიობო კარიერისთვის ემზადება

ლედი გაგა სამსახიობო კარიერისთვის ემზადება. ვარსკვლავი სპეციალურ "სამსახიობო გაკვეთილებზე" დადის. გაგას სურს, რომ მუსიკალური კარიერიდან მთლიანად გადაერთოს კინოზე.

"მას რაღაც ახალი სჭირდება. თავის თავს მიზანი დაუსახა: 5 წელიწადში ოსკარის მფლობელი უნდა გახდეს" - აცხადებს წყარო the Daily Star-თან საუბრისას.

26 წლის მომღერალს უკვე აქვს კინოში თამაშის გამოცდილება. შარშან მან ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში "მამაკაცები შავებში 3". ახლა გაგას პრეტენზია მთავარი როლის შესრულებაზე აქვს და მის სადებიუტო ნამუშევრად კვენტინ ტარანტინოს თანაშემწის, რობერტ როდრიგესის ფილმი Machete Kills-ი იქცევა.

ამის შესახებ ინფორმაცია ლედი გაგამ მიკრობლოგ "ტვიტერის" საშუალებითაც დაადასტურა. "დიახ, ჩემი სამსახიობო დებიუტი რობერტ როდრიგესის არაჩვეულებრივ ფილმში Machete Kills-ში შედგება. გადაღებები საოცარი იყო!", - დაწერა ლედი გაგამ "ტვიტერზე".

მომზადებულია contactmusic.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება