ბიონსემ ქალიშვილს 80 000 დოლარიანი თოჯინა აჩუქა

ბიონსემ  ქალიშვილს 80 000 დოლარიანი თოჯინა აჩუქა

ცნობილ წყვილს, ბიონსესა და ჯეიზის, მათი ქალიშვილის, ბლუ აივი კარტერის პირველი დაბადების დღე 200 000 დოლარი დაუჯდათ.

როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება, ამ თანხის ნახევარი - 95 000 აშშ დოლარი, წვეულების გასაფორმებელ ყვავილებში, წითელ და თეთრ ვარდებში დაიხარჯა.

2000 დოლარი წყვილმა გოგონასთვის განკუთვნილ სადღესასწაულო ტორტში გადაიხადა.

ბიონსეს და ჯეიზის არც ისინი დაავიწყდათ, ვინც მათ ქალიშვილის პირველი დაბადების დღე მიულოცა. სტუმრებმა ვარსკვლავებისგან საჩუქრები მიიღეს, რომელშიც წყვილმა 30 000 დოლარი გადაიხადა.

მთავარ საჩუქრად კი ბედნიერმა მშობლებმა ბლუ აივის ბრილიანტის თვლებით შემკული თოჯინა ბარბი მიართვეს. სათამაშოს ფასი 80 000 აშშ დოლარია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება