არტ-დილერ ვიტო შნაბელთან ხანმოკლე და წარუმატებელი რომანის შემდეგ, დემი მურმა მას მალევე უპოვა შემცვლელი. როგორც დასავლურ პრესაში წერენ, 50 წლის მსახიობი ახლა 31 წლის ჰარი მორტონს ხვდება. ჰარი რესტორნის მფლობელია.
წყვილი უკვე შენიშნეს ერთად რამდენიმე რომანტიკული ვახშმზე. როგორც მურის ახლო მეგობარი აცხადებს, ვარსკვლავი ჰარისთან თავს მშვიდად გრძნობს და კარგ დროს ატარებს.
რამდენიმე დღის წინ წყვილი მაშინ შენიშნეს, როცა დემის სახლიდან გამოდიოდნენ.
რაც შეეხება ჰარი მორტონს, როგორც ჩანს, მას ვარსკვლავებთან რომანის გაბმა ჰობად აქვს ქცეული. 2006 წელს ის ლინდსი ლოჰანს, ხოლო 2010 წელს ჯენიფერ ენისტონს ხვდებოდა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.