რუსეთი ჰიპერბგერით რაკეტას გამოცდის

რუსეთი ჰიპერბგერით რაკეტას გამოცდის

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჰიპერბგერითი რაკეტის პირველი სრულყოფილი საგამოცდო ციკლის დაწყების ვადა დაასახელა. არსებული ცნობებით, გამოცდები 2013 წლის ივლის-აგვისტოში დაიწყება და ასტრახანის ოლქში ახტუბინსკის სარაკეტო პოლიგონზე ჩატარდება.

ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის (ფრენის სიჩქარე დაახლოებით 5800 კმ/სთ) პროექტი მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ამიტომაც რაკეტის შიფრი, სახელწოდება ან მისი მახასიათებლები უცნობია. პირველი გამოცდები 2012 წლის ზაფხულში ჩატარდა. თუმცა თვითმფრინავიდან გაშვების შემდეგ, რაკეტამ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი იფრინა.

ჰიპერბგერით რაკეტებზე სსრკ-ში მუშაობა 1970-იანი წლებიდან დაიწყეს. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, 1990-იანებში სამუშაოების მოცულობა მინიმუმამდე შემცირდა. საკუთარი ფინანსური რესურსებით სამეცნიერო გაერთანება "მაშინოსტროენიე" ჰიპერბგერით რაკეტა "მეტეორიტზე" დამოუკიდებლად მუშაობდა. პარალელურად ექსპერიმენტული ლაბორატორია Холод იცდებოდა. მაქსიმალური სიჩქარის განსავითარებლად მას საზენიტო რაკეტაზე ამაგრებდნენ. 1999 წლამდე 7 საცდელი გაშვება ჩატარდა. მაქსიმალურმა სიჩქარემ 1855 მ/წმ-ს მიაღწია, რაც 6678 კმ/სთ-ს ეკვივალენტურია.

დღეს რუსეთში ჰიპერბგერითი რაკეტებით კვლავ აქტიურად დაინტერესდნენ. სამეცნიერო გაერთანება "მაშინოსტროენიე" ინდურ მხარესთან ერთად ფრთოსანი რაკეტა "ბრამოსის" ჰიპერბგერით ვარიანტზე მუშაობს. კორპორაცია "ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება" კი ახალ რაკეტაზე მუშაობს, რომელიც ბგერის სიჩქარეზე 12-13-ჯერ სწრაფად იფრენს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა