დასტინ ჰოფმანი - 32 წელი ბედნიერ ქორწინებაში

დასტინ ჰოფმანი - 32 წელი ბედნიერ ქორწინებაში

მსახიობი დასტინ ჰოფმანი 32 წელია ბედნიერ ქორწინებაშია. ჰოლივუდში მყარი ქორწინება იშვიათია, ამიტომ ვარსკვლავს ხშირად ეკითხებიან, რა არის მისი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო.

75 წლის დასტინსა და 58 წლის ლიზას 4 შვილი ჰყავთ. ვარსკვლავის თქმით, 32 წლის შემდეგ ერთმანეთი ისევე ძლიერად უყვართ, როგორც რომანის დასაწყისში.

ჰოფმანი ჰოლივუდში მოღვაწე კოლეგებისგან რადიკალურად განსხვავდება - საზოგადოებას სკანდალებით არასდროს ანებივრებს, არც პაპარაცებს სწყალობს და ყველაზე მეტად "ოსკარის" ცერემონიას ვერ იტანს.

დასტინი სხვადასხვა ღონისძიებაზე ყოველთვის მეუღლესთან ერთად დადის. ფოტოგრაფები ამბობენ, რომ შემთხვევით გადაღებულ კადრებშიც კი ცოლ-ქმარი ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულნი არიან და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უმზერენ.

ლიზა საკუთარ კოსმეტიკურ ხაზს "Lisa Hoffman Beauty"-ს ხელმძღვანელობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება