ამერიკელ სამხედროებში სუიციდის რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკელ სამხედროებში სუიციდის რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკელ სამხედროებში სუიციდის რიცხვმა გასულ წელს ბრძოლების დროს დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" წერს.

პენტაგონის მონაცემებით, 2012 წელს 349 ამერიკელმა სამხედრომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით კი, ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებში წინა წელს 229 ჯარისკაცი დაიღუპა.

სამხედროების სუიციდის მონიტორინგს პენტაგონი 2001 წლიდან აწარმოებს. 2006 წელს მათმა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. 2012 წლამდე, ყველაზე მეტმა - 310 ჯარისკაცმა - სიცოცხლე თვითმკვლელობით 2009 წელს დაასრულა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ამის თაობაზე შეშფოთება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გამოხატა, როცა სამხედროების სუიციდმა შემაშფოთებელი სახე მიიღო - უხეში დათვლებით, დღეში ერთი მათგანი მაინც იკლავდა თავს.

50%-ით იმატა და 48-ს მიაღწია თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების რიცხვმა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსშიც. შარშანდელთან შედარებით, სუიციდის რიცხვი გაზრდილია სამხედრო-საზღვაო ძალებში (60) და საჰაერო ძალებში (59).

პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მომავალში ხელი შეუწყონ თავიანთ სამხედროებს დეპრესიისა და პოსტ-ტრავმული პერიოდის დაძლევაში. ექსპერტები კი, სუიციდის რიცხვის გაზრდას სამხედროებში სტრესს და ალკოჰოლს უკავშირებენ.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა