ჯოდი ფოსტერმა აღიარა, რომ ლესბოსელია

ჯოდი ფოსტერმა აღიარა, რომ ლესბოსელია

მსახიობმა ჯოდი ფოსტერმა საჯაროდ დაადასტურა გავრცელებული ხმები მისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. ვარსკვლავმა განცხადება "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე გააკეთა.

50 წლის ვარსკვლავი სცენაზე სესილ ბლაუნტ დე მილის კუთვნილი ჯილდოს ასაღებად ავიდა და სიტყვით გამოსვლისას აღიარა, რომ ლესბოსელია.

ჯოდი ფოსტერმა განაცხადა, რომ მას არ სურდა მის ორიენტაციაზე საუბარი მთელი მსოფლიოს გასაგონად, რადგან არ უნდოდა მისი პირადი ცხოვრება რეალითი-შოუს დამსგავსებოდა.

შემდეგ ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდა და სიტყვის ბოლო მის საყვარელს და მეგობარს მიუძღვნა:

"აქ ალბათ არასდროს ვიდგებოდი, რომ არა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული, რომელიც ჩემთან ერთად გმირულად ზრდიდა ჩემს შვილებს, ჩემი ყოფილი საყვარელი და ერთგული მეგობარი - სინდი ბერნარდი. ძალიან ვამაყობ ჩვენი თანამედროვე ოჯახით და ჩვენი არაჩვეულებრივი ვაჟიშვილებით, ჩარლით და კიტით", - განაცხადა ჯოდი ფოსტერმა.

ჯოდის ამაღელვებელმა სიტყვამ მთელი დარბაზი აღაფრთოვანა. ენ ჰეთევეიმ და ქეით ჰადსონმა ცრემლები ვერ შეიკავეს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება