"იურული პერიოდის პარკი 4" ეკრანებზე 2014 წელს გამოვა

"იურული პერიოდის პარკი 4" ეკრანებზე 2014 წელს გამოვა

სტუდია Universal Pictures-მა სათავგადასავლო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის "იურული პერიოდის პარკი 4"-ის გამოსვლის თარიღი დაასახელა. ლეგენდარული ფილმების სერიის მეოთხე ნაწილს მაყურებელი 2014 წლის 13 ივნისს იხილავს. ფილმს 3D ფორმატში გადაიღებენ.

"იურული პერიოდის პარკის" პირველი ორი ფილმის რეჟისორი სტივენ სპილბერგი ახალ პროექტში პროდიუსერის რანგში დაბრუნდა. სურათისთვის სცენარი ამანდა სილვერმა და რიკ ჯაფმა დაწერეს. ვინ დაიკავებს რეჟისორის სავარძელს და ვინ შეასრულებს მთავარ როლებს, ჯერ უცნობია.

სტუდია Universal Pictures-მა მაყურებელს კიდევ ერთი სიურპრიზი მოუმზადა. "იურული პერიოდის პარკის" პირველი ნაწილი, რომელიც ეკრანებზე 1993 წელს გამოვიდა, ახლა 3D-ში მუშავდება.

განახლებული ფილმის პრემიერა 2013 წლის 5 აპრილს იგეგმება.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება