ბრედლი კუპერმა ტეილორ სვიფტს პაემანზე უარი უთხრა

ბრედლი კუპერმა ტეილორ სვიფტს პაემანზე უარი უთხრა

მსახიობი ბრედლი კუპერი და მომღერალი ტეილორ სვიფტი საყვარლებს რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ და როგორც ჩანს, ტეილორს დიდხანს მარტო ყოფნა არ უყვარს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიაზე ტეილორმა მარტოხელა, სიმპათიურ, მდიდარ ბრედლის დაადგა თვალი და მთელი საღამო მის გარშემო ტრიალებდა. 23 წლის ტეილორს 38 წლის ბრედლით აღფრთოვანება არ დაუმალავს და 15 წლით უფროს მამაკაცს წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების თვალწინ ეკეკლუცებოდა. ტეილორმა ბრედლის ახლო მეგობარს, ჰოლივუდის ვარსკვლავს ჯენიფერ ლოურენსს სთხოვა, რომ ბრედლი გაეცნო და მისი სახელით პაემანზე დაეპატიჟა.

როგორც ვარსკვლავების ახლო მეგობარი ამბობს, კუპერი ნამდვილი ჯენტლმენია, შესაბამისად, ტეილორის მიპატიჟებაზე "თავაზიანი უარი თქვა". ჟურნალისტის შეკითხვაზე მოსწონს, თუ არა ტეილორი როგორც ქალი, ბრედლი კუპერმა განაცხადა, რომ "სვიფტს მამად უფრო შეეფერება".

მაშინ როცა ჰოლივუდში ასაკოვანი კაცები შვილისტოლა საყვარლებს იჩენენ, ბრედლი თითქმის ერთადერთი მსახიობია, რომელსაც დიდი ასაკობრივი სხვაობა აღიზიანებს.

"ასაკით პატარა გოგონებთან რომანი არაფრისმომცემია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ისინი ყოველთვის ახალგაზრდები არიან, შენ კი ასაკი გემატება. უმჯობესია კაცმა თავისი ასაკის ქალი შეიყვაროს", - განაცხადა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია radaronline.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება