მეგან ფოქსმა მერლინ მონრო და ლინდსი ლოჰანი გააკრიტიკა

მეგან ფოქსმა მერლინ მონრო და ლინდსი ლოჰანი გააკრიტიკა

მსახიობმა მეგან ფოქსმა ჟურნალ Esquire-ს ინტერვიუ მისცა და ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუში ვარსკვლავმა მერლინ მონრო და ლინდსი ლოჰანი გააკრიტიკა.

მსახიობმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში ამოკითხული ინფორმაციის შემდეგ მერლინზე წარმოდგენა შეეცვალა და მისი გამოსახულებიანი სვირინგი, რომელიც დიდხანს ამშვენებდა, სასწრაფოდ მოიშორა.

"მერლინის შესახებ ბევრი რამ წავიკითხე, ის ხომ ჩემი მუზა იყო. მან ცხოვრების რთული გზა გაიარა. ის ჭკვიანი იყო, ლამაზი, მაგრამ ძლიერი არ ყოფილა და არავინ ენდობოდა. მას უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ ფუჭად გაფლანგა. მერლინი ლინდსი ლოჰანს მაგონებს", - განაცხადა მეგანმა ინტერვიუში.

მომზადებულია Esquire-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება