ჯესიკა სიმპსონის ცხოვრებაზე კომედიურ სერიალს იღებენ

ჯესიკა სიმპსონის ცხოვრებაზე კომედიურ სერიალს იღებენ

ჯესიკა სიმპსონის ცხოვრებაზე კომედიურ სერიალს გადაიღებენ. ვარსკვლავმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს, რომლის მიხედვით, ის მონაწილეობას მიიღებს სერიალის საპილოტე ვერსიაში.

მომღერალს და რეალითი შოუს ვარსკვლავს ფილმში საკუთარი თავის განსახიერება მოუწევს. სერიალის სიუჟეტი ცნობილ ქალბატონზე მოგვითხრობს, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ოჯახს შორის ბალანსი დაიცვას.

"ამ სერიალის შექმნა ჯესიკას ცხოვრებამ შთაგვაგონა. ახლა ის ცხოვრების ახალ ეტაპზეა და მეორედ ემზადება დედობისთვის", - განაცხადა სილვერმანმა.

ჯესიკა სიმპსონს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამისად ახალ სერიალში მონაწილეობა მისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება