ისრაელი უპილოტო "პეპელას" შექმნის

ისრაელი უპილოტო "პეპელას" შექმნის

ებრაული კომპანია Israel Aerospace Industries (IAI) მინიატურული უპილოტო საფრენ აპარატ - "პეპელას" შექმნაზე მუშაობს. არსებული ცნობებით, უპილოტო მხოლოდ რამდენიმე გრამს იწონის და ჰაერში 20 წუთის განმავლობაში შეუძლია ყოფნა.

ამჟამად მუშაობა ფრთოსანი პროტოტიპების ერთდროულად ორ ვარიანტზე მიმდინარეობს: პატარა 8 გრამიანი "პეპელა" და შედარებით დიდი, რომლის წონაც 13 გრამს აღწევს. ორივე მათგანი კომპაქტური აკუმულატორებისგან იკვებება, რომელთა მასაც 2 გრამს არ აღემატება. ყველაზე უნიკალური ამ უპილოტო "პეპლებში" ალბათ ვიდეოკამერაა, რომელიც მხოლოდ 0,1 გრამს იწონის. უჩვეულო უპილოტოები მოძრაობაში მიკრო-ელექტროძრავს მოჰყავს.

"პეპლის" ფრთები ხელით, გამჭირვალე ნახშირბოჭკოსგან მზადდება. გამოცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მწარმოებლები ამ უჩვეულო უპილოტოების მასიურ წარმოებას გეგმავენ.

პირველ რიგში, უპილოტო "პეპლებს" მძევლების გათავისუფლებისას და ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებისას გამოიყენებენ. ორივე შემთხვევაში საჭირო ეფექტის მიღწევა უპილოტოს მინიატურული ზომების ხარჯზე მოხდება.

პროექტზე მუშაობისას, Israel Aerospace Industries-ის ინჟინრები ლოზუნგს "თუ ეს შეუძლია ბუნებას, მიბაძვას ჩვენც შევძლებთ" იყენებენ. "პეპელამდე" ებრაელებმა ოთხფრთიანი მფრინავი პროტოტიპი შექმნეს, რომელიც ვიზუალურად ნემსიყლაპიას წააგავდა.

ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ის ხელშეწყობით ებრაელი მეცნიერები მწერების მაგვარ რობოტების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. კვლევის პროცესში ისინი ბუზების, კალიების, ხოჭოებისა და ნემსიყლაპიას მოძრაობებს დეტალურად სწავლობენ და შესაბამის კომპიუტერულ მოდელებს ქმნიან. შემდგომ კი ამ მოდელებს მოქმედი პროტოტიპების შესაქმნელად იყენებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა