სასადილო, სადაც ობამამ და მედვედევმა ისაუზმეს, დაიხურა

სასადილო, სადაც ობამამ და მედვედევმა ისაუზმეს, დაიხურა

აშშ-ში, სასადილო, სადაც 2010 წელს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ბარაკ ობამამ ისადილეს, დაწესებულების მფლობელისა და შენობის მეპატრონის დავის გამო დაიხურა.

სწრაფი კვების რესტორანი Ray's Hell Burger-ი ვირჯინიის შტატში, ქალაქ არლინგტონში, ვაშინგტონის შორიახლოს და თეთრი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ორი წლის წინ ობამამ რუსი კოლეგა მისთვის საყვარელ რესტორანში დაპატიჟა. ამასთან, მან მედვედევს ურჩია, რომელი კერძი გაესინჯა.

პრეზიდენტები თავად მივიდნენ დახლთან და საჭმელი შეუკვეთეს: ორი კოკა-კოლა, Nestea-ს ცივი ჩაი, კარტოფილი ფრი და ორი ბურგერი. მედვედევმა ხახვიანი, პომიდორიანი, სალათის ფურცლებიანი და ყველიანი ბურგერი შეუკვეთა, ობამამ კი - ხახვით, ყველით, მწარე წიწაკითა და სოკოთი დამზადებული მიირთვა.

საუზმისას მედვედევმა განაცხადა, რომ Ray's Hell Burger-ი ტიპიური ამერიკული ადგილია, სადაც შეიძლება არც ისე სასარგებლო საჭმელს ყიდიან, მაგრამ იგი გემრიელია. "ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქ ამერიკის სული იგრძნობა", - დასძინა რუსეთის ლიდერმა.

ერთი წლით ადრე ამავე სასადილოში ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ისაუზმა. იგი ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად რიგში ჩადგა და წყვილი ჩიზბურგერი, თითოეული 6 დოლარად და 95 ცენტად შეიძინა და თავადვე ნაღდი ფულით გადაიხადა.

ოთხშაბათს სასადილო დაიხურა. მის კარებზე აბრა დაკიდეს, რომელზეც წერია, რომ კლიენტებს მათი დაწესებულების სტუმრობა ქალაქის სხვა წერტილში შეუძლიათ, ხოლო ამ ადგილზე მუშაობის გაგრძელების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

Ray's Hell Burger -ის მეპატრონის, მაიკლ ლენდრამის წერილობით განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მეპატრონემ, რომელიც სავაჭრო ცენტრ Shopping Village-ს ფლობს, საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და მოიჯარეების უფლებები დაარღვია.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა