მონაკოს პრინცმა გრეის კელის შესახებ გადაღებული ფილმი გააკრიტიკა

მონაკოს პრინცმა გრეის კელის შესახებ გადაღებული ფილმი გააკრიტიკა

გრეის კელის შესახებ გადაღებული ახალი ფილმით, რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ნიკოლ კიდმანი ასრულებს, მონაკოს სამეფო ოჯახი აღფრთოვანებული არაა. ფილმზე მომუშავე ჯგუფს გრეის კელის შვილები: მონაკოს პრინცი ალბერ II, პრინცესა კაროლინა და პრინცესა სტეფანია უპირისპირდებიან. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა ფილმის რეჟისორს, ოლივიერ დაჰანსა და პროდუსერებს საპროტესტო წერილი უკვე გაუგზავნეს. 

"ჩვენთვის ეს ფილმი არ ასოცირდება ბიოგრაფიულ ნამუშევართან. ფილმში მისი ცხოვრება უმიზნო, გლამურულ ასპექტშია წარმოდგენილი. ნამუშევარი დატვირთულია ისტორიული უზუსტობებით და სცენარში ბევრია შეთხზული სცენები", - ამოიკითხავთ წერილში.

ახალ ფილმში "Grace of Monaco", რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავისა და შემდგომში მონაკოს პრინცესა გრეის კელის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს მსახიობი ნიკოლ კიდმანი ასრულებს.

მომზადებულია huffingtonpost.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება