1001 ღამე: კიმ კარდაშიანმა აღმოსავლეთის პრინცესას როლი მოირგო

1001 ღამე: კიმ კარდაშიანმა აღმოსავლეთის პრინცესას როლი მოირგო

სომხური წარმოშობის ამერიკელმა რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა არაბულ ჟურნალ Hia-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. 

კიმი ჟურნალის ყდაზე აღმოსავლეთის პრინცესას განასახიერებს. ვარსკვლავი ამ როლში საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება და სესიისთვის შერჩეული სამოსი მის ქალურ ფორმებს განსაკუთრებით უსვამს ხაზს.

სტილისტებმა კიმ კარდაშიანისთვის საკმაოდ თამამი Stephane Rolland-ის სამოსი შეარჩიეს. თავად კიმის განცხადებით, ეს ფოტოსესია ყველა სხვა ფოტოსესიისგან გამოირჩეოდა:

"ეს სესია გამოირჩეოდა ყველაფერ იმისგან, რაც აქამდე გამიკეთებია. ძალიან მომეწონა. საშუალება მომეცა წარმედგინა სტეფან ლორენის არაჩვეულებრივი სამოსი", - დაწერა აღფრთოვანებულმა კარდაშიანმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება