ალ პაჩინო და ბრაიან დე პალმა ისევ ერთად იმუშავებენ

ალ პაჩინო და ბრაიან დე პალმა ისევ ერთად იმუშავებენ

20 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი მსახიობი ალ პაჩინო და რეჟისორის ბრაიან დე პალმა ისევ ერთად იმუშავებენ.

მსახიობისა და რეჟისორის ტანდემი ამჯერად შედგება ფილმში, რომელიც ამერიკული ფეხბურთის სკანდალურ მწვრთნელს, ჯო პატერნოს ეხება.

"ვფიქრობ, ამაზე უკეთეს ტანდემს ვერ ვინატრებდით ისეთი ფილმის გადაღებისას, რომელიც მოგვითხრობს უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანზე, რომელიც თავისივე  ტრაგიკული შეცდომის მსხვერპლი გახდა".

პენსილვანიაში მცხოვრები ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წელს სექსუალურ სკანდალში გაეხვა. მისი თანაშემწე, ჯერი სანდასკის საფეხბურთო კოლეჯში არასრულწლოვანების გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, ხოლო ხოლო პატერნო თანაშემწის მფარველობაში. როგორც მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, სანდასკი წლების განმავლობაში ძალადობდა მოსწავლეებზე კოლეჯის საშხაპეში.

სასამართლომ სანდასკის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ჯო პატერნო კი თანამდებობიდან დაითხოვა. ცნობილი მწვრთნელი, რომელიც 1949 წლიდან წვრთნიდა ფეხბურთელებს, გასულ წელს ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.

ალ პაჩინოსა და ბრაიან დე პალმას პირველი ერთობლივი თანამშრომლობა 1983 წელს "ნაიარევი სახის" გადაღებისას შედგა, ათი წლის შემდეგ, 1993 წელს ამერიკელმა მსახიობმა ცნობილი რეჟისორის კიდევ ერთ კრიმინალურ დრამაში - "კარლიტოს გზა" ითამაშა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება